Jump to content
Planeta.Ge

იოსელიანი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ციხეების გარემო შეუსაბამოა


სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა.

„ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ.

„როცა პრობლემა გამოვლინდება, ისინი გადაჰყავთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შემდეგ კი უკან აბრუნებენ. ასეთ დროს პრობლემა ხელახლა იჩენს ხოლმე თავს. ეს ძალიან რთული პროცესია. ამ მიმართულებით, 2024 წელს ძალიან დიდი კვლევა და მისი პრეზენტაცია გვექნება, მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი იმუშავებს ამ კვლევაზე. კვლევის შედეგები იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადადგას”. – ამბობს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის.

„დიდ დაწესებულებებში ერთ-ერთი პრობლემაა მსჯავრდებულებისთვის ისეთი სერვისების, გარემოს შეთავაზება, რაც მათ განთავისუფლების დღისთვის მომზადებაში დაეხმარებათ. როცა წლებს დახურულ დაწესებულებაში ატარებ და გარეთ გადიხარ, აბსოლუტურად შეცვლილი გარემო გხვდება, ადაპტირება რთულია. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო, უამრავი ადამიანი ბრუნდება ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ის გარემო, სადაც ისინი გამოდიან, ადეკვატურ შესაძლებლობებს არ სთავაზობს”. – თქვა ლევან იოსელიანმა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...