კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება (ვიდეო)
ჩვენი ბრიფინგის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელსაც ახორციელებს “ოცნება” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ატივტივებენ სააკაშვილს მუდმივად ზედაპირზე.
“ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება. მაგალითად თურქეთი 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსს ფლობს , მაგრამ გაწევრიანებაზე არ მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ამ პროცესში არ გავიჭედოთ.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.