Jump to content
Planeta.Ge

„ვლოცულობთ ჩვენი მეომრებისთვის“ – უკრაინაში პირველად აღნიშნეს შობა 25 დეკემბერს


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე მოქალაქეებს შობას ულოცავს და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის ცვლილების [25 დეკემბერი 7 იანვრის ნაცვლად] მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს.

მისი თქმით, ცხადი იყო ძველი კალენდრის ხარვეზები, თუმცა მთავარი არგუმენტი ცვლილებისთვის გახდა „შიდა ეკლესიური და საზოგადოებრივი მოთხოვნა კალენდრის ცვლილებაზე, რასაც მორწმუნეთა და საზოგადოების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“.

„უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანმიმდევრული გზა გაიარა და ყველა ეტაპზე რჩევას ეკითხებოდა მორწმუნეებს, იკვლევდა როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ გამოცდილებას. ამიტომ, გადაწყვეტილება კალენდრის ცვლილების შესახებ ყველა დონეზე იქნა მიღებული“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სადაც მორწმუნეებს ძველი კალენდრის შენარჩუნება სურდათ, მათ ამის უფლებაც მიეცათ. „თუმცა, ვხედავთ, რომ ეს უფლება გამოიყენა დაახლოებით ასმა თემმა რვაათასხუთასიდან.

„როგორც ჩვენი წინაპრები წარსულში, ვზეიმობთ ქრისტეს შობას 25 დეკემბერს. არა იმიტომ, რომ სწორედ ეს თარიღია მითითებული წმინდა წერილში. ბიბლიაში არაა ნახსენები ამის არც დღე, არც თვე. 25 დეკემბერი ძველი, ტრადიციული თარიღია, ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებიდან. თუმცა, ჩვენ ვზეიმობთ არა თარიღს, არა ერთგვარ დაბადების დღეს, როგორც ჩვეულ გარემოებებში, არამედ ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს შობის მოვლენას. სწორედ მოვლენას და არა კონკრეტულ თარიღს აქვს პრინციპული და არსებითი მნიშვნელობა. უფალი მოდის სამყაროში და ხდება ძე ადამიანისა ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისთვის. უფალი მოდის კაცობრიობის დასახმარებლად. ჩვენ, როგორც ხალხს საომარ მდგომარეობაში, როგორც არასდროს გვესმის დახმარების, დაცვის და მტერზე გამარჯვების საჭიროება.

ჩვენ მარტონი არ ვართ. ჩვენთან არის უფალი. [..] იგი არსებობს, ცოცხალია და ძლიერია. ამიტომაც გვჯერა, რომ სინათლე გააგდებს სიბნელეს. გვჯერა, რომ მტერი დამარცხდება. ჩვენი, უკრაინელი ხალხის მხარეს, სიმართლეა. სადაც სიმართლეა, იქაა უფალი. სადაც უფალია, იქაა გამარჯვება.

ვლოცულობთ ჩვენი მეომრებისთვის, მადლობას ვეუბნებით მათ. უფალს მათთვის ძალის მიცემას ვთხოვთ, უკრაინისთვის კი რუს მტერზე გამარჯვებას და სამართლიან მშვიდობას. ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც გამარჯვებას აახლოვებს“, – აცხადებს იგი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...