საქართველოში 23 ერთეული Ferrari მოძრაობს - რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი
Aston martin, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 5 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 84 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 23 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Ferrari-ს რომელი მოდელებია ყველაზე პოპულარული ქვეყანაში და როგორია მათი ღირებულება:
ყველაზე მეტი, 13 ერთეული არის მოდელი - Ferrari SF90 Stradale, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის წარმოებაში. ამ ავტომობილის ფასი 525 ათასი დოლარიდან იწყება და 995 ათას დოლარამდე ადის. 3-3 ერთეულია Ferrari f8 tributo და Ferrari 296 gtb, რომელთა ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამისად 284-322 ათასი დოლარია (წარმოების წლების მიხედვით).
საქსტატის მონაცემებით, ერთი ერთეული მოძრაობს Ferrari portofino m (246 ათასი დოლარიდან); Ferrari 575m maranello f1 (160 ათასი დოლარიდან) და Ferrari 575m maranello 500 (ასევე 160 ათასი დოლარიდან). აღსანიშნავია, რომ ეს თანხა დაახლოებით, 2002-2004 წლებში გამოშვებულ მანქანებზე ფიქსირდება, ასაკის შემცირებასთან ერთად კი მათი ღირებულება თავისთავად იზრდება და შესაძლოა, 300 ათას დოლარსაც გადააჭარბოს.
იხილეთ ასევე: Aston martin, Ferrari, Lamborghini - 5 ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული
bpn.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.