ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 62 ადამიანი
ქალაქ ხერსონზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 62 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკუდინმა 23 დეკემბერი „თავისუფალი ხერსონისთვის რუსული ტერორის ბნელ დღედ“ შეაფასა.
მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმიის მიერ ხერსონზე შეტევის შედეგად, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაზსადენი და საავადმყოფო. ჭურვები ჩამოვარდა საცხოვრებელ უბნებშიც.
ქალაქი ხერსონი ფრონტის ხაზზე მდებარეობს. მდინარე დნიპროს მეორე მხარეს თავდაცვითი პოზიციები რუსეთის არმიას აქვს მოწყობილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.