Jump to content
Planeta.Ge

თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ადგილზე მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას, ხოლო ახალი სახურავი უახლოეს მომავალში მოეწყობა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას.

გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი – დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები.

ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი.

აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...