გუდაური –კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.