ერთი პირი დავაჯარიმეთ, მეორის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - შსს მარტინენკოსა და მახარაძეზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს, მეორის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ირაკლი მარტინენკომ და ზურა მახარაძემ გუშინ დაწვეს.
„თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას. ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მარტინენკო და მახარაძე დროშის ამბობდნენ, რომ დროშა მათი თანამოაზრის ლაშა შალუხიას სოლიდარობის ნიშნად დაწვეს, რომელიც მათი თქმით, სწორედ ევროკავშირის დროშის დაწვის გამოა დაკავებული.
ზურა მახარაძემ ევროკავშირის დროშა თანამოაზრეებთან ერთად 2023 წლის მარტშიც დაწვა, რის შემდეგაც ისინი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.
საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
თუ ამ ქმედების ჩამდენია ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, მაშინ ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.