Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი? (ვიდეო)


სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებით დათმო, სასამართლო სხდომიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას. პატიმარი რას გვიპასუხებს, ჩვენ სააკაშვილთან არ გვაქვს კითხვები, ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი?
 
 
 დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს, “ნაც.მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს გვერდით უნდა მივუსვათ “ოცნების” ხელისუფლება, ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც იქნება ყველაზე აქტუალური 2024 წელს და ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ამას. ეს ადამიანები არიან საუკეთესო ბიზნესპარტნიორები და პარაზიტები, რომლებიც ერთმანეთით სულდგმულობენ, შესაბამისად გამორიცხულია ქვეყანა წინ წავიდეს, თუ პოლარიზებული გარემო შენარჩუნდება.
 
 
 ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...