პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, პრაღის ცენტრში, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები.
BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა იან პალახის მოედანზე, სადაც ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.
ხელისუფლების განცხადებით, მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე გადაადგილებას და სახლში დარჩნენ.
ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.