Jump to content
Planeta.Ge

tagesschau.de: გერმანიამ საქართველოს სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, საქართველო დაინტერესებული არაა


გერმანუნლი გამოცემა tagesschau-ს ცნობით, საქართველო დაინტერესებული არაა მიგრაციის შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალური მუშაობის უფლებას გულისხმობს.

გერმანული გამოცემა წერს, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის, დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა.

დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, „გერმანიის გადმოსახედიდან, მათი მხრიდან ეს გონივრული ნაბიჯია, რომელიც საქართველოსთვის უინტერესო აღმოჩნდა”.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა და საქართველოს შს მინისტრმა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ სამთავრობო შეთანხმება თბილისში, 19 დეკემბერს გააფორმეს.

მანამდე ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ პროექტი შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ინიციატივით დაამტკიცა. ორი ქვეყნის შს მინისტრების მხრიდან გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეთანხმების მეორე ნაწილი კი მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

გომელაურის თქმით, შეთანხმება გაამარტივებს სამუშაო ვიზის აღების შესაძლებლობას.

„ჩვენს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ იმუშაონ, დარჩნენ ქვეყანაში იმ დროით, რა დროითაც გაიცემა ვიზა“. – თქვა მან.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...