გიორგი გახარია - საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მისი განცხადებით, უდიდესია საჯარო მოხელეების წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
"საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. პროფესიული, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. ასეთი დეპოლიტიზებული საჯარო სამსახური, რომელსაც შესწევს უნარი გაუძლოს პოლიტიკურ ცვლილებებს, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საჯარო სამსახურის რეფორმის გაგრძელება უნდა იყოს პრიორიტეტი.", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.