Jump to content
Planeta.Ge

ხავიერ კოლომინა - ნატო-სთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, პრინციპული ღირებულება აქვს - იმედი გვაქვს, 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ


იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. და გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ, არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არის მესიჯი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს…

ეს [არჩევნების თემა] ოპოზიციასთან საუბრების ნაწილი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენადაც არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე ოპოზიციისა და მთავრობის როლია მნიშვნელოვანი. დემოკრატია ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ერთად მუშაობით ფუნქციონირებს. ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა.

ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან 2024 წელს ველი, გასატარებელი რეფორმების გამო, რომლებიც ვახსენე, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ 2024 წელი არჩევნებით დასრულდება, და იმედი გვაქვს, რომ რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ”, - განაცხადა კოლომინამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...