Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური: „ოცნების“ რიტორიკის მკვეთრი შეცვლა ადასტურებს, რომ ოცნება არც პროდასავლელია, არც პრორუსი, არც პროჩინელი და, სამწუხაროდ, არც პროქართული, ოცნება პროსათავისო ძალაა!


„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ „ფერისცვალებას“, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ „ფერისცვალებას“. ბოლო დღეებში „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პროსათავისო ძალა, არანაირი პროდასავლელი, პრორუსი, პროჩინელი, და პროქართველი ის არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას ერქვა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და „ოცნებას“ ევროპა თუ სურდა,  ამ პროგრამას გვერდზე არ გადადებდა, მეტიც, დღეს ბევრად წინ ვიქნებოდით, მისი რეალიზება რომ დაეწყოთ, დღეს უკვე მოლაპარაკებების გაფართოებაზე ვილაპარაკებდით!

გახარიას 2020 წლის სამთავრობო პროგრამაში ასახულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლის შესრულებასაც  გვთხოვს ევროკავშირი რეკომენდაციების და დათქმების სახით, ყველა მიმართულება ამ პროგრამაშია: ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება, კორუფციასთან ბრძოლა. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს, სამწუხაროდ, დღეს დიდი ჩავარდნა აქვს, ამიტომ „ოცნების“ ეს მანევრი - ევროპელზე უფრო ევროპელი გამოჩნდეს, ღიმილის მომგვრელია.

„ოცნებას“ ჰგონია, კანდიდატის სტატუსის მიღებას არჩევნებში თავის სასარგებლოდ  გამოიყენებს, დროს მოიგებს და ცარიელი სიტყვებით შეეცდება საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთხელ მოტყუებას, რეალურად, კი ყველაფერი ახლა იწყება,
რეალურად, საქმე ახლააა გასაკეთებელი, ძალიან დიდი შრომაა გასაწევი და კონკრეტული ნაბიჯები და რეფორმებია განსახორციელებელი!“


ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...