Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ


ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ - არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამისთვის სიცოცხლე გასწირეს.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, პირველ რიგში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს უკავშირებენ. აბსოლუტურად მიუღებელი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იძახის და ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო ან აქედან, „ოცნება“ თავის ბელადს... არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, არ გახსენებიათ საერთოდ არავინ, ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიცოცხლე დადეს იმისთვის, რომ ქვეყანას შესძლებოდა გამხდარიყო ღირსეულად ევროკავშირის წევრი. ეს არ ახსენდებათ, არ გახსენებიათ ტატუნაშვილი, ოთხოზორია, სამაგიეროდ თავისი ბელადები გაახსენდათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...