Jump to content
Planeta.Ge

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

„ორი ბავშვი დაკბინა. დაკბინა კი არა, ერთს თავის ქალა შეჭმული აქვს. ვართ უფალზე მინდობილი, არავის იმედი არ გვაქვს. მთელი სოფელი ფეხზე ვიდექით. ერთს უფროსს ფეხზე აქვს ნაკბენი. პატარა თბილისშია გადაყვანილი. ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, თუმცა ბავშვი კონტაქტურია. მძიმე დაზიანება აქვს. მაწანწალა ძაღლების პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს. ქუჩაში ვერ გამოვდივართ ძაღლების შიშით“, - ადგილობრივმა განაცხადა ირინე მარგალიტაძემ.

ოზურგეთის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ძაღლი, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა დროებით თავშესაფარში გადაიყვანა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...