Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე - ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს - ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ“, - წერს ბენ კარდინი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...