Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა - მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება, ამ მხიარულს ვერავინ ვერაფრით შემიცვლის


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანი, სადაც სახალხო ზეიმი მიმდინარეობს, დატოვა.

სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შეკრებილებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.

პრეზიდენტის თქმით, მას იმ სიხარულს, რაც ახლა აქვს, ვერაფერი შეუცვლის.

„მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები.....არც მწყინს, არც მიხარია....მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება. ამ მხიარულს ვერავინ შემიცვლის ვერაფრით, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ, გილოცავთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...