პრეზიდენტი - ვუერთდები პრემიერის ინიციატივით გამოცხადებულ სახალხო ზეიმს, ხვალ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ - თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იწვევს, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ.
აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.