პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და გამარჯვებას ულოცავს.
„გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა. გილოცავთ!", - აცხადებს გიორგი გახარია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.