გახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, თბილისში, პარტიის ოფისში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, მესტიის საკრებულოს დეპუტატი ვიკა ფილფანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული აქტიური ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
"თქვენმა თაობამ პასუხი უნდა გასცეს ამ დრომოჭმულ პოლიტიკურ ელიტას, 2024 და 2025 წელს, თქვენმა თაობამ თავისი სიტყვა უნდა უთხრას დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ გსურთ და რომ მოვიდა დრო, საბჭოთა ელიტა პოლიტიკაში და ქვეყნის ცხოვრების კიდევ ბევრ სხვა განზომილებაში, უნდა შეიცვალოს... თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ელიტები რამდენჯერმე შეიცვალა, ჩვენთან კი - ერთი და იგივე... ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეები, ან მათი შვილები, შვილიშვილები და ა.შ. ეს უნდა შეიცვალოს!“ - უთხრა გიორგი გახარიამ ახალგაზრდებს მათთან შეხვედრისას.
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ახალგაზრდებისგან მან კითხვები და პრობლემების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
კითხვები შეეხებოდა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სტუდენტთა საცხოვრისების, სტუდენტური დასაქმების, სტიპენდიების, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების, ნეპოტიზმის, დედაქალაქში გადაადგილების და კიდევ ბევრ პრობლემურ საკითხს. ახალგაზრდების თქმით, თანაბარი, სამართლიანი, კონკურენტული გარემო სჭირდებათ, რასაც მოქმედი ხელისუფლება მათთვის ვერ უზრუნველყოფს და, ხშირად, პირიქით, ამ გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უშლის. განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის კი მათ ევროპული მომავალი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან საუბრისას აქცენტი მათს როლსა და 2024 წლის არჩევნებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე გააკეთა.
„საქართველოს, ადამიანური რესურსის გარდა, სხვა აქტივი არ გააჩნია, საქართველოს ყველაზე მთავარი აქტივი არის ადამიანური რესურსი. წარმოდიგინეთ, ქვეყანაში, სადაც კორუმპირებული ელიტებია, ქვეყანაში სადაც კორუფცია ყვავის, ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმი არის სოციალური ლიფტების ერთადერთი შესაძლებლობა, ეს ახალგაზრდა ერთხელ ცდის, მეორედ ცდის, მესამეჯერ და ბოლოს წავა იქ, სადაც სამართლიანი და კონკურენტული გარემოა. ეს არის უიმედობა, სხვა კი არაფერი?! ამიტომ ეს ყველაფერი შესაცვლელია, შესაცვლელია არჩევნებით, არჩევნებით!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.