Jump to content
Planeta.Ge

„არასრულწლოვნებს მოტყუებით გააგზავნინეს ინტიმური ფოტო-ვიდეოები და გაასაჯაროვეს“ – ბრალდებულია 14 პირი


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია.

უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა.

კიდევ ერთ შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა. ამჯერად, ბრალდებული 28 წლის კაცია. მან სოციალურ ქსელში ყალბი გვერდები შექმნა, რომელთა საშუალებითაც, 2023 წლის მაისიდან სექტემბერის ჩათვლით პერიოდში, 3 არასრულწლოვან გოგონასთან ჰქონდა კომუნიკავია.

“ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვანისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეომასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

28 წლის კაცს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებული დანარჩენი საქმეებიც ამის მსგავსია. უწყებაში ჰყვებიან, რომ ბრალდებულები ნაცნობ ან სოციალურ ქსელში გაცნობილ ქალებთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციას ამყარებენ. შემდეგ მოიპოვებენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ, ინტიმური შინაარსის ფოტო ან ვიდეომასალებს და უგზავნიან დაზარალებულების ახლობლებს ან სრულიად უცხო პირებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები თავად დაზარალებულების მიმართვის შემდეგ, ოპერატიულად და კონფიდენციალობის სრული დაცვით ჩაატარეს.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი აქტების დაფიქსირების შემდეგ მიმართონ ცხელ ხაზზე – 199.


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...