Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე მოწერელია - რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს!


ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, მინდა მივუსამძიმრო, თემურ კირბაიას ოჯახს, ნათია ბახტაძის ოჯახს. კიდევ მსხვერპლია საქართველოში, ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიწირეს ჩვენი მოქალაქე. თემურ კირბაია მოკლეს, ნათია ბახტაძე მოკლეს. ირაკლი ბებუა დრანდის ციხეში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ქრისტინე თაკალანძე - უკანონო პატიმრობაშია, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა., - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. 


ალექსანდრე მოწერელიამ "ქართულ ოცნებას" მოუწოდა - "
საზოგადოებას აუხსნან  რუსეთთან ჯერ არ ნახული და არ გაგონილი პრაგმატული პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი ?! "

მისი თქმით, სამწუხაროდ  არანაირი დიპლომატია და არანაირი პოლიტიკა არ ჩანს, ჩანს ის რომ, რუსეთთან მიმართებაში არის კაპიტულანტური მიდგომა  და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დისტანცირების პოლიტიკა.


 

"როგორც ჩანს, რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს,  შედეგი არ გამოიღო. აგერ, ლავროვი მოგვიწოდებს საზღვრის დემარკაციისაკენ. ასევე გვამცნეს, რომ ოჩამჩირეში სამხედო ბაზის მშენებლობა დაიწყება. მაინტერესებს,  ფრენების აღდგენით- რუსეთის ლამის ყველა ქალაქთან, რუსი ტურისტების, ამ  ურდოების უკონტროლო შემოშვებით შედეგი რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ეკონომიკურად კიდევ უფრო მიჯაჭვული გახდა საქართველო რუსეთზე.  სად არის ე. წ  პრაგმატული პოლიტიკის შედეგები.

მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან  რუსეთთან ჯერ არ ნახული და არ გაგონილი პრაგმატული პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი ?! სამწუხაროდ  არანაირი დიპლომატია და არანაირი პოლიტიკა არ ჩანს, ჩანს ის რომ, რუსეთთან მიმართებაში არის კაპიტულანტური მიდგომა  და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დისტანცირების პოლიტიკა.

ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები არიან საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში. ნებაც  კი არ ჩანს თქვენგან, ამ ადამიანებზე ზრუნვის. ამ პოლიტიკით არა თუ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გაუჩნდებათ სურვილი ერთიან საქართველოში ცხოვრების, არამედ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც უჩნდებათ ემიგრაციის სურვილი და სტატისტიკაც ამას მეტყველებას.

ამ დღეებში წალენჯიხაში გახლდით, სოფელ ობუჯში, სადაც მოქალაქეებს შევხვდი. ერთ-ერთი მოქალაქეს-  ქალბატონ ასმათ ბერულავას, უკვე უწყება არ აქვს დატოვებული და სოფლისათვის გზას ითხოვს, თუმცა ამაოდ. მეორე მოქალაქე- ბატონი თეიმურაზ ფიფია, რომელიც არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, რომელიც გადავიდა საცხოვრებლად უკრაინაში და ომი იქაც დაეწია. ამ ადამიანის შვილები დღესაც ომობენ იქ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ებრძვიან. ეს ბატონი რომელიც ხანშიშესულია დაბრუნდა საქართველოში და სახელმწიფოს სრულიად მიტოვებული ყავს და სრულიად მიტოვებული ყავს ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულნი არიან, უკრაინაში წავიდნენ და ბევრი მათგანი არის ჩამოსული დღეს საქართველოში, არანაირი ყურადღება მათ მიმართ არ არის სამწუხაროდ.

ეს საკითხი არის ზეპარტიული, მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების და მიუხედავად, ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს გადალახოს ის მძიმე მოცემულობა რაშიც დღეს ვიმყოფებით და გადალახოს ეს მოცემულობა საერთო კონსესუსი საფუძველზე.", - განაცხადა მოწეწრელიამ. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...