მიშა დაუშვილი - სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ დაანახა მსოფლიოს (ვიდეო)
“სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ, ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს. დიახ, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ქართველი ხალხის ბრძოლა გაითვალისწინეს. ასევე უდიდესი წვლილი აქვთ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მრავალი წელია შრომობენ საქართველოს მიახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურს (სხვადასხვა თანამდებობაზე) ემსახურებოდა და წვლილი მიუძღვის ამ შრომაში.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.