პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა
პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას. მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება.
ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ორშაბათს ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.
ტუსკი, რომელმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნა პოლონეთის “მესამე ძალასა” და მემარცხენეებთან, მანამდეც იკავებდა ამ თანამდებობას. ის იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2014 წლებში, შემდეგ კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
მართალია, ოქტომბრის არჩევნებზე მორავეცკის კანონისა და სამართლიანობის პარტიამ ყველაზე მეტი, 36% მოიპოვა, თუმცა სხვა პარტიებმა უარი განაცხადეს მანამდე მმართველ პარტიასთან კოალიციაზე და ტუსკის ირგვლივ გაერთიანდნენ.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.