ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლებას აძლევს
ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, - ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.
„რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
„რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მისცა, ხოლო ომის აქტიურად მხარდამჭერ სპორტსმენებს მონაწილეობა აუკრძალა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.