Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის ყოფილი დეპუტატი მოსკოვის ოლქში მოკლული იპოვეს — მედია


უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ილია კივა მოსკოვში მოკლული იპოვეს.

„უკრაინსკაია პრავდას“ თანამოსაუბრეები სამართალდამცავი უწყებებიდან ამბობენ, რომ „მოღალატის, კოლაბორაციონისტისა და პროპაგანდისტის ლიკვიდაციის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას“.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადის ყოფილი დეპუტატის ილია კივას ცხედარი მოსკოვის რაიონში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

„კივა მოკლეს“, — დაწერა Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა, საიდანაც აცხადებდა, რომ „უკრაინელ ხალხს სჭირდება განთავისუფლება“ და „უკრაინელები, ბელარუსები, რუსები ერთი ხალხია“.

უმაღლესმა რადამ კივას სახალხო დეპუტატის მანდატი 2022 წლის მარტში ჩამოართვა. ამავდროულად, კივა ეჭვმიტანილი იყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ღალატში.

2023 წლის ნოემბერში კივას მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების ჩამორთმევით.

NETGAZETI

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...