Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.277

მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს. რელიგიები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) აბრაამული და 2) მისტიკურ ოკულტური.

 

ინდუიზმი და ბუდიზმი განეკუთვნებიან მისტიკურ ოკულტურ რელიგიათა კატეგორიას. ოკულტურ რელიგიებში აბრაამულისგან რადიკალურად განსხვავებული დოქტრინაა. როგორ ეს? ოკულტურ რელიგიებში უარყოფილია მონოთეიზმი. ინდუიზმში არის შემდეგი განშტოებები: 1) ვიშნუიზმი 2) შივაიზმი 3) ადვაიტა სმარტიზმი 4) საურიზმი 5) განაპატიზმი 6) შაკტიზმი და კიდევ რამდენიმე სკოლა. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1) ჰინაიანა (ყველაზე მარტივი) 2) მაჰაიანა (უფრო რთული ფორმა) და 3) ვაჯრაიანა (ბუდიზმის ყველაზე ოკულტური ფორმა, ტანტრისტული ბუდიზმი).

 

რაშია პრობლემა? რაში და იმაში რომ ეს სკოლები ერთმანეთს ებრძვიან! ეს სკოლები ვერ ხვდებიან რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ამბობენ, უბრალოდ სხვადასხვა მომენტებზე აკეთებენ აქცენტს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად ვიშნუიტები მიიჩნევენ რომ ყველაზე მთავარი და ძლიერი არის ვიშნუ, ისაა ყოფიერების ბატონი, შივაიტები მიიჩნევენ რომ შივა არის მთავარი, არა მხოლოდ როგორც პიროვნული უფალი (იშვარა) არამედ როგორც უპიროვნო სული (პარამაშივა ანუ პარაბრაჰმანი), ხოლო შაკტი არის მისი ძალა და მდედრობითი ასპექტი. შაკტისტები მიიჩნევენ რომ მთავარი არის შაკტი, ისაა ყველაფრის მბრძანებელი და ყოველივე მისგან მოდის და მისგან იმართება. საურები მზის უფალ სურიას ადიდებენ, განაპატიელნი უფალ განეშას. ჰინაიანელი ბუდისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მისტიკურ ძალებს, ღმერთებს და ა.შ. მათთვის მთავარია ის რომ ბუდა იყო ადამიანი რომელიც გახდა განათებული და გადავიდა ნირვანაში, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მაჰაიანაში და ვაჯრაიანაში არსებობს თითქმის ისეთივე რთული და დახვეწილი მეტაფიზიკური და მისტიკური თეორიები, როგორც ინდუიზმში. არსებობს უზენაესი ბუდა (ადიბუდა) და მას აქვს ორი ასპექტი; მამრობითი და მდედრობითი. ვლინდება იგი როგორც; დჰიანა ბუდა, დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში ბუდა და კიდევ მრავალი სხვა ფორმით. ყველა არსებაში არის შინაგანი ბუდა. ყველას შეუძლია გახდეს ბუდა, მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაზე მარტივია. არსებობს ერთიანი უსაწყისო და უსასრულო მარადიული კინეტიკური ცნობიერება საცავი – ალაია ვიჯნანა იგივე სარვასატვა. სარვასატვა ესაა უმაღლესი მე ყველა ცოცხალი არსებისა. ალაია ვიჯნანა ესაა ერთიანობა უქმნელი ინდივიდუალური ცნობიერებებისა. ალაია ვიჯნანა ესაა კოლექტიური ზეცნობიერი. მე არ მესმის, რა აწუხებთ ამ ფილოსოფიურ სკოლებს? ნუთუ ვერ ხვდებიან ელემენტარულს? არ აქვს მნიშვნელობა ვისზე აკეთებ აქცენტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიგაჩნია მთავრად და ყველაზე მეტად ვინ გიყვარს, ვიშნუ, შივა, შაკტი, განეშა თუ ვინმე სხვა... ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უბრალოდ არ გესმით. ახლავე ავხსნი თუ როგორ მესმის მე ეს: ღმერთს გააჩნია მრავალი ასპექტი და ფორმა, უპიროვნო ღმერთი შედგება მამრობითი ასპექტისგან და მდედრობითი ასპექტისგან, ესაა ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი. სამანტაბჰადრა ესაა იგივე პარამაშივა ან უმაღლესი ვიშნუ და საერთოდაც ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ღმერთი თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე როგორც უპიროვნო საწყისი ესაა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი მე როგორც მამრობითი საწყისი და მამრობითი ასპექტი ღმერთისა. ნირგუნა ბრაჰმანი ვლინდება როგორც პიროვნული ტრიმურტი ანუ სამი იშვარა – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელია თქვენთვის მთავარი თვითონ გადაწყვიტეთ, ისე კი სამივე თანასწორი და თანაბარია. მათ ჰყავთ მეუღლეეები ანუ მდედრობითი იპოსტასები. სამი დიადი ქალღმერთი: მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი ესენია სამი ენერგია: სრიშტი შაკტი – ემანაციის ენერგია, სტხიტი შაკტი – დაცვის ენერგია და სამჰარა შაკტი – განადგურების ენერგია. სამი შაკტი ანუ სამი ქალღმერთი (ტრიდევი) ესენია უზენაესი შაკტის ანუ უპიროვნო ღმერთის მდედრობითი ასპექტის – პარამაშაკტის ემანაციები და პიროვნული ფორმები და სამივე თანასწორია. ყველა მდედრი ესაა ტრიდევის ავატარა, ხოლო ყველა მამრი ესაა ტრიმურტის ავატარა. ჩვენ ყველანი ღმერთის პიროვნული ფორმის მამრობითი და მდედრობითი ავატარები ვართ და ვფლობთ ბუდას პოტენციალს. არსებობენ სამი ტიპის ჯივები ანუ ცოცხალი არსებები: 1) შუდჰა ჯივა – მუდმივად განათებული და სუფთა 2) სანსარინ ჯივა – დაბნელებული და დაბინდული და 3) მუქტა ჯივა – განთავისუფლებული.

 

ჯივა ესაა ბრაჰმანის ნაწილი და ჩნდება მაშინ როცა ბრაჰმანის მესამე თვისება "ანანდა" (ნეტარება) იბინდება და ბნელდება. მატერიალურ სამყაროში არსებობს მხოლოდ "სატ" ანუ ბრაჰმანის არსებობა, ხოლო დანარჩენი ორი თვისება "ჩიტ" (ცნობიერება) და "ანანდა" (ნეტარება) დაბინდულია და დეფორმირებული. ღმერთს აქვს სიბრძნე და მოქმედების უნარი. მატერიალური კოსმოსის წარმოშობა და განადგურება აიხსნება ღმერთის ენერგიით (შაკტი). არსებობს მრავალი გზა ღმერთისკენ მიმავალი, როგორც ცოდნის ისევე სიყვარულის და ა.შ. მატერიალური სამყარო აღვსილია ბრაჰმანით. მეტიც, მატერიალური სამყარო ღმერთის იდენტურია, ღმერთი არის თავად სამყარო. მატერიალური სამყარო არის არასწორად გაგებული ბრაჰმანი (ღმერთი). სინამდვილეში სივრცე, დრო, მატერია და ა.შ. არის ბრაჰმანის (ღმერთის) განუყოფელი ნაწილები და წარმოადგენენ ღმერთის არსის ნაწილებს. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სუფთა ყოფიერება. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვამთ სამყაროს. სამყარო ესაა რეალური და ნატიფი სულიერი ბრაჰმანი. ბრაჰმანისგან განცალკევებულად არაფერი არ არსებობს და ყველა და ყველაფერი არის ბრაჰმანი და ბრაჰმანში. არსებობს სამი შაკტი: პარაშაკტი, პარააპარაშაკტი და აპარაშაკტი ანუ სულიერი, საშუალო და ფიზიკური ენერგიები. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ უმაღლეს სულს მამრობით ასპექტში ან მდედრობით ასპექტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იშვარა შივა არის უპიროვნო შივას პიროვნული გამოვლინება, მაგრამ უმაღლესი შივა არის იმავდროულად უმაღლესი ვიშნუც. უზენაესი სული და უზენაესი ენერგია აერთიანებენ ყველა ცოცხალ არსებას, ყველაფერს რაც კი არსებობს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...