ბექა ლილუაშვილი - ჩვენ გვაინტერესებს ის უბედური გარემო, რომელიც სისტემური კორუფციით ყვავის ქვეყანაში და ამის არაერთი ფაქტი ყოფილა ცხადი საზოგადოებისთვის (ვიდეო)
“ჩვენ გვაინტერესებს ის უბედური გარემო, რომელიც სისტემური კორუფციით ყვავის ქვეყანაში და ამის არაერთი ფაქტი ყოფილა ცხადი საზოგადოებისთვის, დაწყებული პრემიერის მამის კონტრიბუციით და გაგრძელებული ღვინის კომპანიების დაფინანსებით.
ჩვენი მოტივი არ არის მეტი პასუხისმგებლობას არიდებული ფარცხალაძეები მივიღოთ საზოგადოებაში. სახელებისა და გვარების დასახელებას მაშინ აქვს აზრი, როცა ეს ხალხი ძალაუფლებას დაკარგავს. ამის დროც მოვა, ამ ხალხმა ის ნაძარცვი, ნაქურდალი, ნაპარავი, კორუფციით ნაშოვნი ფული უნდა დააბრუნოს უკან.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.