იანვრიდან კერძო ობიექტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი იზრდება
იანვრიდან კერძო ობიექტებისთვის (არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის) ბუნებრივი გაზის ფასი იზრდება.
„თბილისი ენერჯის” განცხადებით, „მომწოდებლების მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო კომპანია იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს”.
შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან „თბილისი ენერჯის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე იქნება 1.29 ლარი (1 ლარი და 29 თეთრი), ნაცვლად აქამდე არსებული 1.24 ლარისა (1 ლარი და 24 თეთრი), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
„თბილისი ენერჯის” განცხადებით, ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი კვლავ 0.539708 ლარი იქნება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.