Jump to content
Planeta.Ge

„საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის


საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის.

კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და საჭიროდ მიიჩნევენ მცირე განმარტება გააკეთონ.

კლუბის განცხადებით, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს:

„ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია.

ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს თასის ფინალში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ უნდა დაუპირისპირდეს. რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმეორებდნენ ტექსტს „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...