Jump to content
Planeta.Ge

ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევსა და ვარშავას ეწვევა


7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევსა და ვარშავას ეწვევა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. იოსელიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კი სახალხო დამცველი შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს.

„შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...