Jump to content
Planeta.Ge

ცვლილებების თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული


2024 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID ბარათებით – შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

აღნიშნული ცვლილებების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მიზეზი იყო დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მომზადებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...