გიორგი გახარია - დღეს, ის რომ "ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, ბევრს არ უნდა. მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ "ნაცები" დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ
"დღეს, ის რომ "ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, ბევრს არ უნდა. მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ "ნაცები" დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ.
"ოცნების" მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს და რომ 12 წელია გრძელდება ბრძოლა "ქოცსა" და "ნაცს" შორის. ეს არის იდეალური გარემო ერთისთვისაც და მეორესთვისაც.
"ქოცის" და "ნაცის" ისტერიკა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. მათი შიშები, ახლა, იცით, რა არის - ესენი არიან პათოლოგიურად კეთილსინდისიერი ტიპები, არაფერს არ გვაპატიებენ, დაგვიჭერენ გამოიძიებენ ყველაფერს, კორუფციას... თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვთ ჩართული, რადგან ამათ ძალიან კარგად იციან, "ნაცებს" მოელაპარაკებიან, გაუყოფენ, უბრალოდ. ეს არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან, მით უფრო ახლოს!"
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.