Jump to content
Planeta.Ge

წელს 6 თვეში ბიუჯეტს მივლინებები 35,4 მლნ ლარი დაუჯდა - უწყებები, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს


წელს, 6 თვეში სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 35,4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 15,8 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯებზე. 2022 წლის 6 თვეში მივლინების ხარჯმა 19, 6 მლნ ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, უწყებებს შორის, წელს 6 თვის განმავლობაში, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, 6,6 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რომელსაც თანხის მოცულობით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მოსდევს.

უფრო დეტალურად, ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, უწყებების, ძირითადად კი სამინისტროების მიერ 2023 წელს სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციას:

 
  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1,6 მლნ ლარი პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1 მლნ ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 2,3 მლნ ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 20, 241 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 952,268 ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1,9 მლნ ლარი
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 258,221ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 6,6 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1,8 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1,7 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 4,8 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 4 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2,9 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 1,9 მლნ ლარი
  • კულტურის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 1,1 მლნ ლარი
 
nini-qetelauri-1633676521.png
ავტორი:
ნინი ქეთელაური

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...