Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გამოყენება საარჩევნო პროცესებში ჩართვის მიზნით, გახლავთ ძალიან მავნე პარქტიკა (ვიდეო)


“რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გამოყენება საარჩევნო პროცესებში ჩართვის მიზნით, ეს გახლავთ ძალიან მავნე პარქტიკა, ეს დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს და წარსულს ჩაბარდეს. კანონით დაცული უნდა იქნეს მთავარი მოთხოვნა, რომ საბავშო ბაღები, სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუციები და იქ დასაქმებული საზოგადოების გამოყენება პოლიტიკური, თუ საარჩევნო პროცესებში ჩართვის მიზნით, არ უნდა ხდებოდეს, მსგავსი ქმედება კი უნდა იყოს დასჯადი.
საგანმანათებლო დაწესებულებებში პედაგოგების საქმე უნდა იყოს ახალგაზრდების აღზრდა და განათლების მიცემა და არა ვიღაცის პოლიტიკური დაკვეთების შესრულება. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი პედაგოგებისა და საგანმანათლებლო საზოგადოების მიმართ განათლების სისტემის გაჯანსაღებისა და სკოლის, როგორც ავტონომიური სუბიექტის გაძლიერებისთვის.”


 შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...