სიმონიანი: საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა
რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლებას აქებს.
სიმონიანმა საკუთარ ტელეგრამზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა წარწერით: „საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა”.
სიმონიანი მდინარაძეს უწონებს, რომ ოპოზიციის წინადადებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მდინარაძე ასე პასუხობს – „ჩვენ გიჟები არ ვართ“.
პუბლიკა
სიმონიანი წერს, რომ საქართველოს მსგავსად უნდა იქცეოდეს სომხეთიც.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.