Jump to content
Planeta.Ge

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა [ფოტო]


ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა. ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მადლობა გადაუხადა ვატიკანის მხარეს და პაპ ფრანცისკეს საჩუქრად მრევლის მიერ შეწირული, 1683 წელს ფლორენციაში დასტამბული კათოლიკური მესის კრებული გადასცა.

ფრესკაზე, რომელიც ძვირფასი თვლებით არის მორთული, არქიტექტორები ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორია ცნობილი ქართველი ფერმწერი, მოზაიკოსი ამირან ბაკურაძე.

ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა.

1701175456-405242453_7041628195897546_401701175775-406219209_7041639699229729_621701175787-406274917_7041549852572047_331701175444-406311794_7041554319238267_611701175597-406619296_7041629605897405_201701175599-406131846_7041629479230751_771701177935-405239264_7041805382546494_171701175788-406254603_7041550975905268_671701177936-406643417_7041811609212538_63

 


ავტორი - ანა ბროლაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...