Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა (ვიდეო)


“ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა. საინტერესოა, რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამი წლის წინ პირადად ჩემი ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევაჩერეთ. ისევ დღის წესრიგში დგება არასასარგებლო პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმ პირობისა, რომ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია.
მსგავს ხეობებში მხოლოდ შესაძლებელია მცირე სიმძლავრის, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ჰესების მიმართულებით ფიქრი, რომელიც არ აზიანებს არსებულს ეკოსისტემას, აკმაყოფილებს დაცული ტერიტორიების უმკაცრეს მოთხოვნებს, გათვალისწინებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები და დამატებით გააჩნია ტურიზმის თუ აგრო ტურიზმის პოტენციალიც.
თუ ჰესების მშენებლობა გსურთ, ჯობია იფიქროთ იმ ტერიტორიებზე სადაც ამის საჭიროება დგას.”


 შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...