Jump to content
Planeta.Ge

ბათუმში ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვს ფეხები დაეწვა - „ბათუმელები“


გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ამის შესახებ გამოცემას ბავშვის დედამ მიაწოდა ინფორმაცია. შემთხვევა შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.

„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“,  უთხრა „ბათუმელებს“ 6 წლის ბავშვის დედამ.

გამოცემას ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა უთხრა, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...