ანალენა ბერბოკი - ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში - პერსპექტივა ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს
დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია“, - დასძინა ბერბოკმა
ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
„ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა:
„ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებული კავშირიც“.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.