Jump to content
Planeta.Ge

დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.

გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი განიხილა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...