ჭიათურის რაიონში სარემონტო სამუშაოებისას 1 ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა კერძო შენობაში კედლის ჩამონგრევას მოჰყვა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.