მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, - წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა. შარლ მიშელის კიევში ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
მაია სანდუმ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად 10 წლის წინ, ღირსების რევოლუციის დროს დაღუპული აქტივისტების ხსოვნას პატივი მიაგო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.