Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" ბრიფინგი - ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ „გორბის“ გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე


მოვუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას დათქმების შესრულებისათვის - შეწყვიტეთ „გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე,- ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ანა ბუჩუკურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მათ ასევე მიმართეს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, ერთად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.

„პარტია საქართველოსთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს და 8 ნოემბრის შემდეგ, უკვე მეორედ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შეიქმნას შეფასებაში მოცემული დათქმების/რეფორმების შესრულებისთვის აუცილებელი სამუშაო ფორმატები. კვლავაც მოუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას ამ დათქმების შესრულებისათვის. აქვე, როგორც საჯარო, ასევე წერილობითი მიმართვით პაპუაშვილთან, ჩვენ დღეს წარვადგენთ ამ დათქმების შესრულებისა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების დეტალურ სამოქმედო გეგმას. რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს რეფორმების შესახებ ევროკავშირის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის განმარტებებიდან. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენმა პარტიამ უკვე მოუწოდა ხელისუფლებას თანამშრომლობის ახალი, საპარლამენტო ფორმატების შექმნისკენ და ერთობლივი მუშაობით იმ ჩამორჩენის აღმოფხვრისაკენ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე აქვს. არ არსებობს ქვეყნის დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა! ამისთვის კი საჭიროა, რომ „ოცნებამ“ დაუყოვნებლივ გამოხატოს რეფორმების პოლიტიკური ნება და ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ: სასამართლოს და პროკურატურის რეფორმით - მთავარი აქცენტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაზე; ანტიკორუფციულ რეფორმით - მთავარი აქცენტით ქმედითი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო მექანიზმების შექმნაზე; ცესკოს, უსაფრთხოების სამსახურის და ყველა იმ ინსტიტუციის ნამდვილ რეფორმით, ვისი როლიც გადამწყვეტია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად - პირველ რიგში, მათი ხელმძღვანელების არჩევა პოლიტიკური კონსენსუსით. ასევე მივმართავთ მათ, რომ შეწყვიტონ ბოლო ერთი კვირის მანძილზე მათი ჯიბის ორგანიზაცია "გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერის საკითხით სპეკულაცია. ან გაზარდეთ ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე ან შეეშვით თაღლითურ სპეკულაციებს. დაასრულეთ ეს არაფრისმომცემი კინკლაობა და გადავიდეთ რეალური საქმის კეთებაზე ქართველი ხახლის ინტერესებში. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს - ჩაერთონ ამ პროცესში, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ჩვენთან ერთად იმუშაონ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...