Jump to content
Planeta.Ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას აპირებენ.

ისინი აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, კვლავ მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობის ეზოში შეუშვან.

როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათ სამინისტროს ეზოს გვერდითა შესასვლელიდან შესვლა შესთავაზეს, თუმცა თავად ითხოვენ, რომ ტერიტორიაზე წინა მხრიდან შესვლის უფლება მიეცეთ.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციას მართავს. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...