ზურაბიშვილი: ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ვთქვათ
სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.
„ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე სერიოზული რეაგირება არავის ჰქონდა, სავარაუდოდ, არის ის, რამაც გზა გაუკვალა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისკენ”. – თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ის ბევრად დიდი და ძლიერი ქვეყანაა. სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინის ყველა იმედი გაქარწყლდა უკრაინის პრეზიდენტის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და გამძლეობის შედეგად, რომელიც მათ რუსეთის თავდასხმის, აგრესიის შემდეგ აჩვენეს.
„რუსეთი მარცხდება. უკვე დაკარგა თავისი პრესტიჟი, რუსეთის არმიის რეპუტაცია. შეეცდება თუ არა რუსეთი რამის გაკეთებას საქართველოში – ეს არის ის, რაც ჩვენ ყოველთვის გვაქვს გონებაში და სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა, პარტნიორებთან დაახლოება, ამიტომ გვჭირდება, შევუერთდეთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის არავის უთხოვია, სანქციებს ეროვნულ დონეზე შეერთებოდა, სწორედ გეოპოლიტიკური წნეხის და ოკუპირებული ტერუტორიების გამო. მაგრამ ჩვენ ვუერთდებით საერთაშიროსო ფინანსურ სანქციებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვთქვათ. არ ვიცი, რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. ჩვენი ბანკები ამას ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ ვართ დასავლეთის მხარეს, ამაში ეჭვი არ გვეპარება. და ეს ასეც გაგრძელდება”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.