შოტლანდიელმა სტუმრებმა „ციცინათელების ქვეყანას“ ფულადი დონაცია გადასცეს
საქართველოში სტუმრად მყოფი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ტარტან არმი სანშაინ აპილის“ წარმომადგენლები ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანას“ ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„შოტლანდიელმა სტუმრებმა „ციცინათელების ქვეყანას“ ფულადი დონაცია გადასცეს.
შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა „ტარტან არმი სანშაინ აპილ“ 20 წლის წინ დააარსეს და საქველმოქმედო აქტივობას ყველა იმ ქვეყანაში მართავენ, სადაც მათი გუნდი გასვლით მატჩს ატარებს. საქართველოში ამ ტიპის დონაცია მათ პირველად 2007 წელს განაცორციელეს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
1ტვ
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.