ხვალ რომ არჩევნები იყოს, 25% „ქართულ ოცნებას”, 13% - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას - IRI
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ იყოს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
„საქართველოსთვის“ – 4% (4% მეორე არჩევანი)
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი)
„ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი)
„ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი)
„გირჩი“– 3% (2% მეორე არჩევანი)
გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
„ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
„მოქალაქეები“ – 2% ( 2% მეორე არჩევანი)
„ხალხისთვის“ – 2% (1% მეორე არჩევანი)
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1% (1% მეორე არჩევანი)
„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ – 1% (1% მეორე არჩევანი)
„ევროპული საქართველო“ – <1% (1% მეორე არჩევანი)
სხვა – 1% (<1% მეორე არჩევანი)
კვლევა მოიცავს 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.