Jump to content
Planeta.Ge

დმანისში 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა – შსს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა.

შემთხვევა გუშინ, 15 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელშიც სოფლის სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულები.

დაკავებული და მოკლული ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

15 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია და სავარაუდოდ, ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...